„შვიდკაცა“  და   „Take 6“  ბლექ სი არენაზე

11 აგვ 2018, 20:00

0
გაზიარება:

ამერიკული ჯგუფის მიერ ქართულად   შესრულებული სულიკო  და  მაყურებლის ოვაციები. ბლექ სი არენაზე კიდევ ერთი  ქართული და უცხოური მუსიკის კოლაბორაცია  შედგა. ანსამბლმა შვიდკაცამ მოღვაწეობის 20 წლის იუბილე კონცერტით აღნიშნა. 

შვიდკაცასა და 8 გრემის მფლობელი ცნობილი ამერიკული ჯგუფის Take six- ის ერთობლივ მუსიკალური საღამო  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ანსამბლის რეპერტუარიდან აჟღერდა პოპულარული სიმღერები, კონცერტზე  საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით უკრავდა.დამდგმელი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იყო.