სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დასარეგისტრირებლად ცესკოს დღეს მიმართავს

12 აგვ 2018

 ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების  მიზნით  განცხადებით მიმართავს. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ასევე დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის.

ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატები 12-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა. განაცხადების შეტანა 8 სექტემბრამდე შეუძლიათ. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებამდე არაუგვიანეს 50 დღისა რეგისტრირებულ პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, განაცხადებით მომართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.