გრიბოედოვის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა

15 აგვ 2018

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. გრიბოედოვის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 70 წლამდე ქალი ხელის მოტეხილობით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებული ტურისტია.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს