გიორგი ანწუხელიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს

17 აგვ 2018

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მის ხსოვნას პატივი თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიაგო.  IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 2008 წლის 9 აგვისტოს, ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს.

წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, 23 წლის ჯარისკაცი ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს.გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან 10 ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ოსი სეპარატისტების მიერ მოკლული ქართველი სამხედრო იყო.