„ფერისცვალება“

18 აგვ 2018

დღეს ფერისცვალებაა. მართლმადიდებლები ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს ზეიმობენ. დღეს ტაძარში ხილი იკურთხება. მარხვის გამო 19 აგვისტო თევზით ხსნილია.

სახარების თანახმად ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. სადღესასწაულო წირვა ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.