ახალგაზრდა  მხატვრების  გამოფენა 

18 აგვ 2018

გააფერადე სამყარო - ამ სახელწოდებით ქობულეთის ზღვისპირა პარკში ნახატების გამოფენა მოეწყო. ახალგაზრდა მხატვრებმა ნამუშევრები და რეწვის ნიმუშები წარმოადგინეს.

მონაწილეებს სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.