ტრადიციული დოღი  ბახმაროში

18 აგვ 2018

ტრადიციული დოღი, რომელიც თითქმის საუკუნეს ითვლის. დღეს ბახმაროში სახალხო ზეიმია, ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები ღებულობენ  მონაწილეობას.

სულ 5 გარბენი მოეწყო. „ბახმაროს თასი 2018“-ის მფლობელი წელს ოზურგეთელი თორნიკე თოდრია გახდა. დოღის დასრულების შემდეგ კი სტუმრებმა მზის ჩასავალ გორაზე გადაინაცვლეს სადაც ელექტრონული მუსიკა ჟღერს.