საქართველოს 7 რეგიონს ახალი გუბერნატორები ჰყავს

19 აგვ 2018

პრემიერ-მინისტრმა 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა. მამუკა ბახტაძემ ახალი რწმუნებულები რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში დაასახელა.

რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს, - აღნიშნმა პრემიერმა.  მისი თქმით, მთავრობის მიერ შერჩეულ გუბერნატორებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი ქვეყანას მოახმარონ.