მონადირეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ

21 აგვ 2018

მონადირეებმა აჭარის  მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია დღეს ისევ გამართეს. მოთხოვნა უცვლელია, სანადირო ადგილის გამოყოფა. როგორც ამბობენ პრობლემის მოგვარებას 6 წელია ითხოვენ.  

აჭარის მთავრობის ერთ ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით,   პრობლემის მოგვარების მიზნით,   ოფიციალური წერილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშია გადაგზავნილი და პასუხს ელოდებიან.