დღეს სანაპირო კურორტებზე 32 გრადუსამდე დაცხება

22 აგვ 2018

 ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს. 

24 აგვისტოს, შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან ინტენსიურად დაიწყებს გავრცელებას ცხელი ჰაერის მასები, ამავდროულად პერიოდულად გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი, რაც დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის +33, +35, სანაპირო ზოლში კი +30 +32 გრადუსამდე მომატებას გამოიწვევს.

მზიანი და ცხელი ამინდი მომდევნო 3 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

23 აგვისტოს ბათუმში 26 გრადუსი სითბო დაფიქსირდა.