23 აგვ 2018
ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს.
აღნიშნული პროექტისთვის, გერმანიის რესპუბლიკის მთავრობა შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით 40 მილიონ ევროს, ხოლო 3 მილიონ ევროს გრანტის სახით გამოყოფს. თანხა ხულოს, ქედის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება.