თავდაცვის მინისტრი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე

24 აგვ 2018

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დამოუკიდებლობის 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღო მონაწილეობა. დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრიც დაესწრო. 

ლევან იზორიამ უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს თარიღი პირადად მიულოცა.მისი განცხადებით „ საქართველო და უკრაინა საერთო გამოწვევების წინაშე დგას საერთო ამოცანებით, მეგობრობას, სტრატეგიულ კავშირებს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს