ნარკოდანაშაულისთვის ანაკლიის ფესტივალზე 4 პირი დააკავეს

24 აგვ 2018

ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის საქართველოს და ირანის 4 მოქალაქე დააკავეს. პოლიციელები საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდნენ.

დაკავებულების ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. მიმდინარეობს გამოძიება. დღეს Echowaves Festival​-ის საორგანიზაციო ჯგუფმა განცხადება გაავრცელა და მოუწოდა მოქალაქეებს გაუფრთხილდნენ საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობას.  ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.