აქცია პროტესტის ფონზე

24 აგვ 2018

,,მოვითხოვთ  აღდგეს  დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან“  ამ ლოზუნგით  აჭარის მამულიშვილთა კავშირის წევრებმა ღონისძიება გამართეს,  რომელიც აჭარის გათავისუფლებიდან  140  წლის  იუბილეს მიეძღვნა.

საინიციატივო ჯგუფის მიერ  გამოტანილმა ბანერმა ერთ-ერთი მოქალაქის  უკმაყოფილება  გამოიწვია. მან  დღევანდელი შეკრება  პოლიტიკურ პროვოკაციად შეაფასა. იგი ტერიტორიიდან  სამართალდამცავებმა გაიყვანეს. საიუბილეო   ღონისძიების  მონაწილეებმა   1877-78 წლების ომსა და  აჭარის გათავისუფლების   ისტორიაზე   ისაუბრეს.