დაკავება სარფში  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების   შემოტანის ბრალდებით 

25 აგვ 2018

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფში პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

1965 წელს დაბადებული მოქალაქის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 28 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.