საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოზე მიიღებს

25 აგვ 2018

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს არაპარტიულ კანდიდატს დაუჭერს.მმართველ გუნდში დღეს კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობენ. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ კანდიდატების დასახელებას ელოდებიან.

10 სექტემბრამდე კიპარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბება და საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.