ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს- ირაკლი კობახიძე

27 აგვ 2018

პარლამენტის თავმჯდომარე   საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს. 

კობახიძე ფიქრობს, რომ  არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება. . ცნობილია,  რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს არაპარტიულ კანდიდატს დაუჭერს. პარტიის  პოლიტსაბჭო 10 სექტემბრამდე  შეიკრიბება და საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.