ხელვაჩაურის, ანგისისა და ადლიის მოსახლეობას წყალი 6 საათით გაეთიშება

28 აგვ 2018

წყალმომარაგებაში შეზღუდვებია. შპს "ბათუმის წყლის" ინფორმაციით, 12:00 საათიდან, 18:00 საათამდე, ანგისის დასახლებაში, ხელვაჩაურსა და ადლიის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდებათ.

მიზეზი ხელვაჩაურში წყალმომარაგების მილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

''ბათუმის წყალი'' შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.