''სარფში'' არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

29 აგვ 2018

საბაჟო გამშვებ პუნქტში, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. 

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6513,46 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდა. მას 6513,46  ლარის გადახდა მოუწევს.