წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

29 აგვ 2018

წინასაარჩევნო გარემო შეაფასა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა.“ ორგანიზაცია რამდენიმე გამოკვეთილ პრობლემაზე მიუთითებს, მათ შორისაა საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრების შერჩევის პროცედურა.

არჩევნების თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაცია გამოწვევად ასახელებს ოპონენტების მიმართ სოციალურ ქსელებში წარმოებულ მიზანმიმართულ შავ პიარსა და რუსულ პროპაგანდას, სწორედ  ამ მიმართულების მონიტორინგს განახორციელებს „სამართლიანი არჩევნები“ საპრეზიდენტო არჩევნებისას.