„მოგზაურობა დროში“ - ''ბათუმობა'' 2018 /ფოტო/

31 აგვ 2018

სახალხო ზეიმი ბათუმში. დილიდან ქალაქის ქუჩებში სადღესასწაულო განწყობაა.

„ბათუმობა 2018“-ის მთავარი ლოკაცია მაზნიაშვილისა და გამსახურდიას ქუჩები და მიმდებარე ტერიტორიაა.

მოწყობილია თემატური კუთხეები, გაცოცხლდა ისტორიული ფოტოები და გათამაშდება  საუკუნის წინ მომხდარი სცენები.

ბათუმობის დღესასწაული 20 საათზე, პიაცაზე გალა კონცერტით დასრულდება.