რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში არ შემოუშვეს

04 სექ 2018

რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "იტარტასის" სამხედრო კორესპონდენტს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს და НТВ-ს ჟურნალისტ ეთქვათ.

ისინი თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენციში მონაწილეობდნენ.