სოფელ ქაქუთში ხიდების მშენებლობა სრულდება

05 სექ 2018

ქობულეთის სოფელ  ქაქუთში  ორი მიმართულებით ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები სრულდება.  ორივე ხიდის მშენებლობისთვის 120  ათას 400 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები შ.პ.ს. „ავტოგზამ“ შეასრულა. წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში  9 ახალი ხიდი აშენდა,  ორს კი  რეაბილიტაცია ჩაუტარდა.