მშვილდოსნები 10 ქვეყნიდან ბათუმში

05 სექ 2018

 ხვალ, გაიხსნება  24-ე  საერთაშორისო ტურნირი  მშვილდოსნობაში. შეჯიბრებაში 10 ქვეყნის 80 მშვილდოსანი ჩაერთვება, მათ შორის ევროპის პრიზიორები. ტურნირის პარალელურად მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის სემინარებს უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ.