ISAF-ის მისიაში დაღუპული პირველი ქართველი სამხედროს ტურნირი დასრულდა

05 სექ 2018

ISAF-ის მისიაში დაღუპული პირველი ქართველი სამხედროს, უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელობის  ტურნირი მესტიაში დასრულდა. ფინალში ერთმანეთს სენაკის შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადისა  და ლენჯერის გუნდები დაუპირისპირდნენ.  სენაკის II  ქვეითის ბრიგადის გუნდმა ანგარიშით 2-0 გაიმარჯვა.