06 სექ 2018
დღეიდან ბათუმში ნომერი 3 მუნიციპალური ავტობუსი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. კერძოდ: აბუსერიძის ქუჩიდან გრიბოედოვის მიმართულებით გაივლის გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძის ქუჩებს, ბაქოს ქუჩიდან კი თამარ მეფის გზატკეცილის გავლით თამარის დასახლებაში მოხვდება - იგივეა უკუმიმართულების მარშრუტი.