გიორგი ანდრიაძე საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს

06 სექ 2018

პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი  პრეზიდენტობის კანდიდატია.გიორგი ანდრიაძე ამავდროულად საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული  უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

იგი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. ინფორმაცია ამის შესახებ  ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს მეხუთედ აირჩევს. ეს იქნება  ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტი , რადგან 2024  წელს ქვეყნის პირველ პირს ხმოსნები აირჩევენ. ამ დროსითვის ცესკოს პრეზიდენტობის მსურველმა   39 სუბიექტმა  მიმართა , მათგან  35-ია რეგისტრირებული.  საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის ვადა ხვალ  იწურება.