საიუბილეო ღონისძიება ხულოში

06 სექ 2018

აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლის იუბილე აღინიშნა ხულოში. სხალთის მუზეუმში ისტორიკოსები, პროფესორ-მასწავლებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ისაუბრეს 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის  შედეგებზე. აჩვენეს  ვიდეორგოლი რომელიც ასახავდა სელიმ ხიმშიაშვილისა და მაღალმთიანეთის სხვა ცნობილი მოღვაწეების ღვაწლს.