06 სექ 2018
აჭარის საარქივო სამმართველოში მომავალ წელს ბიუჯეტი არ გაიზრდება. 2019 წელს 2 მილიონ 190 ათას 344 ლარი შენობაში ლიფტის გამოცვლას, საცავის რეაბილიტაციას, საგამოფენო დარბაზის მოწყობას და საარქივო დოკუმენტების ელექტრონული არქივის შექმნას მოხმარდება, რაც საარქივო დოკუმენტების ციფრული ვერსიის შექმნას, დასკანერებული ფაილების ტექნიკურ დამუშავებას გულისხმობს.