ავარიის დროს დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

07 სექ 2018

ვაზიანში არსებულ სასროლეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ჯარისკაცი ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების შემდეგ, ავტომანქანა, რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ გადაბრუნდა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო 3-მა ადამიანმა. ისინი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა ერთ-ერთი სამხედრო.

სხვა დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება, საბრძოლო სატრანსპორტო მანქანის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.