ავტოავარიის შედეგად აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა

08 სექ 2018

ოკუპირებულ აფხაზეთში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლს, რომელმაც სამთავრობო კორტეჟს გზა არ დაუთმო,  მართვის მოწმობა არ ჰქონდა, საჭესთან კი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე გენადი გაგულია მიმდინარე წლის 24 აპრილს დაინიშნა.