წელს ''ბიაფს'' პირველად გახსნის ქართული ფილმი

09 სექ 2018

კინომოყვარულები ზღვისპირა ქალაქში შემოდგომაზე ისევ შეიკრიბებიან. მიზეზი რიგით 13 საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც ქართული ფილმის 110  წლის იუბილეს ეძღვნება. ბიაფის გახსნაზე კინომოყვარულები  კოტე მიქაბერიძის შავ-თეთრ, უხმო ფილმ - „ჩემ ბებიას“ ნახავენ, რომლის ხილვაც საბჭოთა რეჟიმის დროს აკრძალული იყო.