საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება

10 სექ 2018

„ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიარაღებული ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება," - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, 2019 წელს შეიარაღებული ძალების რაოდენობა ისევ 37 000 იქნება.  უშიშროების საბჭო სავარაუდოდ ბოლოჯერ შეიკრიბა.