კრედიტის ლარში აღების პირობები იცვლება

11 სექ 2018

ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში ლარიზაციას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ამიტომ, საკრედიტო-საფინანსო პროდუქტებთან მიმართებით ერთიანი მიდგომებისა და მომხმარებელთა დაცვის უზრუნველსაყოფად, მთავრობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ეს პოლიტიკა ლიზინგზეც გავრცელდეს.