პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

11 სექ 2018

საქართველოს პრეზიდენტმა  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა  საქართველო - აშშ-ს სტრატეგიულ ურთიერთობათა განვითარებაზე, რუსეთის ანექსიაზე, ოკუპაციასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.

უეს მიტჩელმა გიორგი მარგველაშვილს  საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო მისიებში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.