საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 

12 სექ 2018

2019  წლიდან კომპანიები რომლებიც საზღვაო ბიზნესით არიან დაკავებულები, საგადასახადო  შეღავათებით ისარგებლებენ. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით  გამოსვლის დროს გააკეთა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით  ასეთი კომპანიები  ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ მუშაობას.  დღეს ამავე ფორუმზე ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც ქართველი მეზღვაურების  დასაქმებას ეხება.