ევროკავშირის ელჩმა პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

12 სექ 2018

საქართველოს პრეზიდენტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა კარლ ჰარცელმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკაზე ისაუბრეს.