ნაციონალური მოძრაობა მერიას კორუფციაში ადანაშაულებს

12 სექ 2018

ნაციონალური მოძრაობა ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს.  დღეს ფრაქციის სხდომაზე ქალაქის მერიც იყო მიწვეული, თუმცა ლაშა კომახიძის განცხადებით, დაგეგმილი შეხვედრების გამო სხდომას  ვერ ესწრება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ახალ ავტობუსებში ,  მერიამ ღირებულებაზე მილიონ ნახევრით მეტი ლარი გადაიხადა. ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს  და განმარტავს, რომ ტრანსპორტი იბიარდის სესხით იყიდეს  და პროცესში ვერობანკიც მონაწილეობდა.

შეგახნსებთ, ევრობანკმა საქართველოს   5 მილიონ ნახევარი ევროს ოდენობის სესხი და 1 მილიონ ნახევარი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო. საქართველოს მთავრობასა და იბიარდს შორის სასესხო ხელშეკრულება გასულ წელს გაფორმდა.