„სამართლიანი არჩევნები“ - წინასაარჩვნო პერიოდის მონიტორინგი

12 სექ 2018

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ წინასაარჩევნო პერიოდის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.  დოკუმენტში ნათქვამია, რომ  მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა  ფიზიკური დაპირისპირების 1, ამდენივე სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის,  სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის 8, კამპანიისთვის ხელის შეშლის 2 და ბეჭდვითი მასალის წესის დარღვევის 1 ფაქტი. 

გარდა ამისა, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, დააფიქსირეს სხვადასხვა სახის 7 ინციდენტი საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში. საყურადღებო იყო საბიუჯეტო რესურსების სავარაუდო მობილიზების შემთხვევები 31 მუნიციპალიტეტში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ  მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს  საოლქო კომისიების დროებით წევრთა დანიშვნა.