ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში

13 სექ 2018

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.  განსახილველი თემა კვლავ არჩილ ტატუნაშვილის საკითხია. ქართულმა მხარემ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა და ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას წარადგინა.

დღესევე განიხილავენ დავით ბაშარულის გარდაცვალების საკითხს,უკანონო ბორდერიზაციას და საქართველოს მოქალაქეთა გატაცების ფაქტებს წინა შეხვედრიდან დღემდე,მათ შორის თრუსოს ხეობაში მომხდარ შემთხვევებს.