ვაჟა აზარაშვილი დღეს კონცერტს გამართავს

13 სექ 2018

 დღეს ბათუმის საზაფხულო თეატრში სახალხო არტისტის, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საავტორო კონცერტი გაიმართება. სხვა მონაწილეებთან ერთად მაყურებლის წინაშე თავად კომპოზიტორიც  წარსდგება.

 “სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“ -  ასე ჰქვია ტურნეს, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსი სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს მართავს. საღამო 20 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.