საკრუიზო ტურიზმის პერსპექტივა

13 სექ 2018

საკრუიზო ტურიზმის პოტენციალი ბათუმში - საერთაშორისო საზღვაო  ფორუმის ფარგლებში, მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამ მიმართულებასაც განიხილავს. უწყებაში ირწმუნებიან, რომ წარსულში პოპულარული ზღვაზე ე.წ.-ი „მოკლე ტურების“ გაცოცხლება შესაძლებელია.

პირველ რიგში სპეციალისტები ნავსადგურს იკვლევენ და შესაძლებლობებზე უკვე ღიად  საუბრობენ, ამასთან, ხაზს უსვამენ მთავრობის მხარდაჭერის აუცილებლობას. იდეის განხორციელების შემთხვევაში შავი ზღვის ქვეყნებთან კრუიზით დაკავშირება იქნება შესაძლებელი.