მეჩეთთან სკვერის კეთილმოწყობას ითხოვენ

14 სექ 2018

მუსლიმი მრევლი მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით  მერიაში განცხადება ათმა მოქალაქემ შეიტანა, მათ თავდაპირველად მეჩეთთან არსებულ ტერიტორიაზე კედლის აშენება  სურდათ,  თუმცა მერიაში ტერიტორიის შემოსაზღვრის  მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

მრევლი აცხადებს, რომ ტერიტორია დაზიანებულია და კეთილმოწყობას საჭიროებს.