იენს სტოლტენბერგი - საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის, ნატო კი საქართველოსთვის

14 სექ 2018

ნატო განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ალიანსში გასაწევრიანებლად რეფორმების გატარების საკითხში, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ფონდ „მემკვიდრეობის“ სემინარზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ივლისში ნატოს სამიტზე „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.