ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმება იწყება

16 სექ 2018

ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმება იწყება. ლაბორატორიული კვლევა 2-7 წლამდე ასაკის 1500 ბავშვს ჩაუტარდება. ნიმუშები გაიგზავნება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში იტალიაში.

ოჯახები  კი ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის ანალიზის პასუხებს და სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს.  პროგრამის პრეზენტაციას ჩ ემი კოლეგა ნათია კოპალიანი დაესწრო და ის ახლა პირდაპირ   ეთერში  განაგრძობს თემას.