ბათუმის საავტორო კინოფესტივალი დაიწყო

16 სექ 2018

ქართული კინოს  საიუბილეო თარიღად დაკავშირებით წელს ბათუმის საერთაშორისო კინო ფესტივალი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ქართული ფილმით გაიხსნა. ფესტივალის პირველ დღეს რეჟისორ კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმის აღდგენილი ვერსია - „ჩემი ბებია“ აჩვენეს. ქართული კინოკლასიკის შედევრი ფილმი მუსიკალურად გერმანიაში მცხოვრებმა პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა გააფორმა.

კონემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი კინო-ოპერატორ ლომერ ახვლედიანს გადაეცა. ბიაფზე წარმოდგენილია სრულმეტრაჟიანი  და   მოკლემეტრაჟიანი ფილმები  30 ქვეყნიდან. ქართული კინოს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პროგრამას წელს ქართული კინო კლასიკის სექციაც დაემატა. ფესტივალის განმავლობაში ნაჩვენები იქნება 4 ძველი ქართული ფილმი.  საკონკურსო ფილმებიდან საერთაშორისოჟიური საუკეთესოს შეარჩევს. წელს პირველად ფილმებს შეაფასებენ ქართველი კინოკრიტიკოსები.