ავღანეთში დაღუპული სამხედროს შვილი სკოლაში სხვა სამხედროებმა მიიყვანეს

16 სექ 2018

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ავღანეთში დაღუპული სამხედროს მიხეილ ნარინდოშვილის შვილი სკოლაში მიიყვანეს. გიორგი ნარინდოშვილი წელს პირველად მივიდა სკოლაში.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა უწყების ვალია. რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში  გარდაიცვალა.