უკრაინასა და საქართველოს შორის მიმოსვლა აიდი ბარათებით იქნება შესაძლებელი

18 სექ 2018

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა აიდიბარათით იქნება შესაძლებელი. შეთანხმების პროექტს უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა.

შესაბამისი შეთანხმების გაფორმებას მხარეები ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე ორი ქვეყნის დელეგაციების ვიზიტისას აპირებენ.