მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი შესაძლოა პარლამენტიდან გაიწვიონ

19 სექ 2018

გამორიცხული არ არის მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი მთავრობამ უკან გაიწვიოს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა. ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტმა, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოწვია,მმართველი ძალისთვის კი მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსების დაცვაა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება  პარლამენტში კანონპროექტის განხილვა შეჩერდეს - წერს ირაკლი კობახიძე.