„მთავარი აჭარაში“ და „კვირის მთავარი“ ხვალიდან ეთერში 19 საათზე გავა

20 სექ 2018

ხვალიდან,  განახლებული ფორმატითა და დროით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში ანალიტიკური გადაცემები ბრუნდება.

„მთავარი აჭარაში“ და „კვირის მთავარი“  - გადაცემებს  შაბათ-კვირას  21 საათის ნაცვლად 19 საათზე ნახავთ. 

როგორც ქეთი კაცაძემ გაარკვია, პირველივე გადაცემაში იქნება საინტერესო რეპორტაჟები ექსკლუზიურ თემებზე.